Tuesday, May 17, 2016

მე-9 დღე
ინტელის თრენინგი  იყო ძალიან შედეგიანი ჩემთვის. რეალურად  ვისწავლე  როგორ გამოვიყენო მეთოდი-სწავლება პროექტით. როგორ  დავგეგმო  პროექტი, შევადგინო გეგმა, განვსაზღვრო სავარაუდო დრო. ვისწავლე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად.
მე-9 დღეს გავაკეთე პრეზენტაცია ჩემი პროექტის, ასევე მოვისმინე სხვების პრეზენტაციები და მივიღე დამატებითი რეკომენდაციები.

Sunday, May 15, 2016

მე-8 დღე.

გავეცანი როგორ შეიძლება დიფერენცირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით,  მოსწავლის წარმატების მიღწევა.
რესურსების ჩანართიდან გავეცანი მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგს.
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროექტებში.
პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.
განვიხილეთ html კოდების გადმოტანა ბლოგზე.

Thursday, May 12, 2016

მე-7 დღე.
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეაზრებინა მოსწავლეთა შეფასების ფორმები.
  ვიმსჯელეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე. განვსაზღვრეთ შეფასების კრიტერიუმები. განვიხილეთ უკუკავშირის ფორმა. განვიხილეთ გარდნერის თეორია.

Sunday, May 8, 2016

მე-5  მე-6 დღის რეფლექსია.
მე-5 დღე_ეს მოდული დამეხმარა გააზრებაში, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.
როგორ მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია და როგორ უნდა მოხდეს საავტორო უფლებების დაცვა. პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უნდა შეძლოს სანდოობის განსაზღვრა. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, პროექტის შესახებ.
მე-6 დღე-მოვამზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, April 24, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია
გავწერეთ შეფასების ინსტრუმენტები. განვსაზღვრე მოსწავლეთა წინარე ცოდნა . გავწერეთ პროექტის მსვლელობა. გავეცანით წესებს და მოვამზადეთ პრეზენტაცია.

პროექტის პრეზენტაცია